
განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უმაღლესი, პროფესიული სასწავლებლებისა და ბაღების გახსნაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, კონკრეტული თარიღის შესახებ ინფორმაცია ცალკე გაჟღერდება.
„როგორც იცით ეპიდსიტუაცია საშუალებას გვაძლევს 15 თებერვალს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სწავლა სკოლებში გაგრძელდეს საკლასო ოთახებში.
რაც შეეხება ბაღებს, პროფესიულ კოლეჯებსა და უმაღლესებს, ეს პროცესი ეტაპობრივად მოყვება. კონკრეტულ თარიღებთან დაკავშირებით ცალკე განცხადება გაკეთდება მომავალში“, -განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
იხილეთ ასევე: საბავშვო ბაღები 15 თებერვალს არ გაიხსნება
15 თებერვლიდან თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლები იხსნება, 8 თებერვლიდან აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი