საბავშვო ბაღები 15 თებერვალს არ გაიხსნება
04-02-2021

საბავშვო ბაღების გახსნა ისევ 1 მარტისთვის იგეგმება. როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ etaloni.ge -ს განუცხადა, ბაღების გახსნასთან დაკავშირებით უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

სააგენტოს განცხადებით, 15 თებერვლიდან ბაღები არ გაიხსნება. სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაცხადდება საბოლოო გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, როგორც დაგეგმილი იყო - ბაღები 1 მარტს გაიხსნება.

აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის სხდომის შემდგომ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმაც დაადასტურა. 

„ამ ეტაპზე საჯარო და კერძო ბაღები არ გაიხსნება. 15 თებერვლიდან გაიხსნება სკოლები, რადგან დამეთანხმებით რომ სკოლების გახსნა უფრო მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ცქიტიშვილმა

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, 15 თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახიდან განახლდება.

იხილეთ ასევე: 15 თებერვლიდან თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლები იხსნება, 8 თებერვლიდან აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203