ზემო წინსვლის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს მიძღვნილ ღონისძიებაზე საბავშვო მწერალ გივი ჩიღვინაძეს, ონლაინ ჩართვით, უმასპინძლეს
04-02-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს.

2021 წლის 3 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს, ზედა წინსვლის საჯარო სკოლის მესამეკლასელებს ნოდარ დუმბაძის ლექსები წაუკითხა სკოლის დირექტორმა ნატალია კეჭეხმაძემ. დაწყებითი კლასის მასწავლებელმა, ეთო ტაკიძემ, მეორე და მეოთხეკლასელებთან ერთად მოაწყო შეხვედრა, პირდაპირი ჩართვით, საბავშვო მწერალთან, გივი ჩიღვინაძესთან.

პოეტმა ბავშვებს წაუკითხა ლექსები, მოთხრობები და რითმოცანები. მეოთხეკლასელმა ბარბარა ბერიძემ წაიკითხა პოეტის ლექსი. მადლობის ნიშნად მოსწავლეები პოეტს ტაშით დაემშვიდობნენ.

მწერალი გივი ჩიღვინაძე დირექტორ ნატალია კეჭეხმაძეს და პედაგოგ ეთო ტაკიძეს მასპინძლობისთვის მადლობას უხდის. 

„წიგნის საჯარო კითხვის ღონისძიება უკვე ტრადიციად იქცა. თუ წინა წლებში სკოლებში ვხვდებოდით მოსწავლეებს, წელს ონლაინ ჩართვებს ვჯერდებით. თუმცა ამასაც აქვს დადებითი მხარე - ერთ დღეს სამი სკოლის მოსწავლეებს შევხვდი. მეორე შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა წინსვლის საჯარო სკოლის მეორე და მეოთხე კლასელებთან მქონდა (სკოლის დირექტორი ქალბატონი ნატალია კეჭეხმაძე, პედაგოგი ეთო ტაკიძე), ბავშვები სკოლაში დადიან და მთელ კლასს ერთად ვხედავდი. მოსწავლეების ნაწილი ჩემს ლექსებს იცნობდა, რამაც გამახარა. წავუკითხე ახალი ლექსები და მოთხრობები, მომავლისთვის სკოლაში მიპატიჟება მივიღე და გულთბილად დავემშვიდობეთ ერთმანეთს. დიდი მადლობა ქალბატონ ნატალიას და ქალბატონ ეთოს...“,- აღნიშავს გივი ჩიღვინაძე.

იხილეთ ფოტოები






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203