ლეღვანის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს
04-02-2021

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა 31 მილიონამდე აღწევს.

ლეღვანის საჯარო სკოლა სიხარულით შეუერთდა ამ საყოველთაო და ღირსშესანიშნავ დღეს. პედაგოგებმა მოსწავლეებთან ერთად სხვადასხვა ცნობილი მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებები წაიკითხეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203