
ქუთაისის N23 საჯარო სკოლის მე-4გ კლასის მოსწავლემ, მარიამ სილაგაძემ პროექტის - „მათემატიკა უდრის კულტურას“ ფარგლებში საინტერესო ვიდეოპრეზენტაცია მოამზადა.
მარიამ სილაგაძე პრეზენტაციაში დროის საზომ ერთეულზე - წამზე გვესაუბრება.
მოსწავლის პრეზენტაცია საინტერესო, აზრიანი და ინფორმაციულია.
აღსანიშნავია, რომ მე-4გ კლასის მოსწავლეები პროექტში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ვიდეო