რუსთავის N5 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეული გაიმართება
03-02-2021
რუსთავის N5 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეული გაიმართება. კვირეული ონლაინ რეჟიმში გაიმართება, მოსწავლეები კვირეულის ფარგლებში ცნობილ მწერლებს, ლიტერატორებსა და სპიკერებს შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე! 1-6 თებერვალი #WorldReadAloudDay

იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო! - ამ დევიზით რუსთავის N5 საჯარო სკოლა უერთდება სასარგებლო ინიციატივას და გვსურს გახდეს მსოფლიო ღონისძიების ნაწილი.

წიგნიერების დონის ამაღლების, წიგნის კითხვის წახალისების მიზნით, ჩვენს სკოლაში ქართულ ენაზე ონლაინ რეჟიმში გაიმართება წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეული.

თქვენ გელით შეხვედრები ცნობილ მწერლებთან, ლიტერატორებთან და სპიკერებთან: გიორგი კეკელიძე, თამარ ბართაია, ნინო ჩაკვეტაძე, ვასილ გულეური, თეა ლობჟანიძე, თამარ ადამია, ლია ბეჟანიშვილი, ნათია აბულაძე, მარიამ წიკლაური, მაია ჯალიაშვილი, ნატო სულხანიშვილი(ბაბილინა)

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე პოპულარული ღონისძიებაა, რომელსაც ყოველწლიურად 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღეს წიგნის მოყვარულები ხმამაღლა კითხულობენ ლიტერატურულ ნაწარმოებებს. არ გამოტოვოთ, შემოგვიერთდით, იკითხეთ ხმამაღლა!“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203