აწყურის საჯარო სკოლის გუნდი ინტელექტუალურ თამაშში საპრიზო ადგილზე გავიდა
06-11-2017
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?" ჩაატარა. 

ღონისძიებაში მონაწილეობა ახალციხის მუნიციპალიტეტის ოცმა საჯარო სკოლამ მიიღო.

ინტელექტუალურ თამაშში აწყურის საჯარო სკოლის გუნდმა მეორე ადგილი მოიპოვა.    

საპრიზო ადგილზე გასული მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ, ხოლო ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისაგან კი საჩუქრად წიგნები გადაეცათ.   

სკოლის წარმომადგენლობა მადლობას უხდის გუნდის წევრებს: კობა ხვედელიძეს, მარიამ სააკიანს, ნანი გაჩეჩილაძეს, მაცაცო ქებაძეს, ანა მელაძეს და დათო მუმლაძეს.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203