„სკოლა უდიდესი პასუხისმგებლობით იღებს საუკუნის გამოწვევას“-ერკეთის საჯარო სკოლაში საკლასო ოთახებში სწავლა, რეგულაციების დაცვით, განახლდა
03-02-2021

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში რეგულაციების დაცვით განახლდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, 1 თებერვალი სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს ჰგავდა.

„ჩვენ დავბრუნდით, გამარჯობა სკოლა! პედაგოგების, მშობლების და სკოლის ტექნიკური პერსონალის კოვიდტესტირების შემდეგ ერკეთის საჯარო სკოლამ საკლასო ოთახებში მეცადინეობა განაახლა.

პირველი თებერვალი სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს ჰგავდა. როგორ მოგვნატრებია ერთმანეთი. საბედნიეროდ, ყველანი უკლებლივ დავბრუნდით, მოტივირებული სწავლის მაღალი ხარისხისთვის.

ისევ მკაცრი რეგულაციების დაცვა, „სიცხის გამზომი მასწავლებელი“, „დისტანციის მასწავლებელი“, ხელების დამუშავება, მოსწავლეები, რომლებმაც ნებაყოფლობით გადაწყვიტეს პირბადის ტარება- პანდემიამ სხვანაირი წესრიგი გვასწავლა. უკვე შევჩვევივართ კოვიდთან ერთად ცხოვრებას.

სკოლა უდიდესი პასუხისმგებლობით იღებს საუკუნის გამოწვევას. ვიცავთ საკუთარ და გარშემო მყოფთა ჯანმრთელობას ერთად და ერთმანეთის გადასარჩენად“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203