პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის პირველკლასელებს პედაგოგმა იზოლდა ჭეჭელაშვილმა დაუვიწყარი დღე აჩუქა
03-02-2021

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ იზოლდა ჭეჭელაშვილის ხელმძღვანელობით, საახალწლო ონლაინ ზეიმი გამართეს.

პირველკლასელები ღონისძიებაში ხალისით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს. მასწავლებელმა მათ დაუვიწყარი დღე აჩუქა.

„გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის პირველი კლასის ხელმძღვანელმა - იზოლდა ჭეჭელაშვილმა თავის აღსაზრდელებს საახალწლო ონლაინ ზეიმი ჩაუტარა და აჩუქა ლამაზი და დაუვიწყარი დღე“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203