
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, რეგულაციების დაცვით, განაახლა.
სკოლამ ჯანდაცვის და განათლების სამინისტროების რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინა. სასწავლო პროცესის დროს ზედმიწევნით იცავს იმ რეკომენდაციებს, რომელიც დაშვებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.
„სასწავლო პროცესის უსაფრთხოების ზომებისა და რეკომენდაციის სრული დაცვით მოვემზადეთ სწავლის გასაგრძელებლად.
აჭარის განათლების სამინისტროსა და ხელვაჩაურის რესურსცენტრის მიერ უზრუნველყოფილი იქნა ჩვენი სკოლა, აღიჭურვა ხელის სადეზინფექციო საშუალებებით, ზედაპირების დასუფთავების სპეციალური ხსნარებით, დეზობარიერებით, თერმოსკრინინგის აპარატებით.
გარდა ამისა, სკოლის ყველა პედაგოგს, ადმინისტრაციის წევრებს, ტექ-პერსონალს ჩაუტარდა ტესტირება covid-19-ზე.
გავიარეთ შრომის ინსპექციის შემოწმება და მივიღეთ დადებითი დასკვნა.
ვუსურვებთ ყველას წარმატებებს და ჯანმრთელობას“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
ასევე სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებას მომზადებული შეხვდა სკოლასთან არსებული დავითაძეების, ზანაქედის და სიმონეთის პერიფერიული დაწყებითი სკოლები.
იხილეთ ფოტოები