ლანჩხუთის N3 სკოლაში მოსწავლეებმა დისკუსია კოცონის გარშემო გამართეს
06-11-2017
ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლაში „თავისუფალი გაკვეთილი“ არაფორმალურ გარემოში ჩატარდა. მოსწავლეებმა კოცონი დაანთეს და დისკუსია გამართეს წაკითხული წიგნების ავტორისეულ ვერსიასა და ფილმის რეჟისორის ინტერპრეტაციის შესახებ. გაკვეთილს, რომელიც ინგლისურ ენაში მოსწავლეთა წიგნიერების განვითარებას მიეძღვნა, მასწავლებელი მაია მშვიდობაძე ხელმძღვანელობდა. კოცონის გარშემო გამართულ საინტერესო დისკუსიას ლანჩხუთის N3 სკოლის დირექტორი მაია ჯიმშელეიშვილი ესწრებოდა. როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, ეს გაკვეთილი გამორჩეული და დასამახსოვრებელი იქნება. მათ სურვილი გამოთქვეს, მსგავსი ფორმატის გაკვეთილი კვლავ ჩატარდეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს