რატომ არ უტარდებათ მოსწავლეებს კორონავირუსზე ტესტირება
03-02-2021
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განმარტა, რატომ უტარდებათ კორონავირუსზე ტესტირება მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს და რატომ არ იტესტებიან მოსწავლეები.
მისი თქმით, ბავშვებთან მიმართებაში ასეთი სისტემური ტესტირების შესახებ არც მკაფიო მონაცემი არსებობს, რაც ამ გადაწყვეტილებას ხელს შეუწყობდა.
„რაც შეეხება პედაგოგების და სკოლის პერსონალის ტესტირებას, აქ უნდა მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილება, იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის მაღალი რისკის ჯგუფი, ვინ შეიძლება იყო ინფექციის უფრო აქტიურად გადამტანი. როდესაც ვსაუბრობთ დასაქმებულების ტესტირებაზე, აქაც გარკვეული მიდგომაა, როდესაც პროპორციულად 20% არის ის მაჩვენებელი, რაც გვაძლევს გარკვეულ მონაცემებს ინფექციის გავრცელების შესახებ. მასწავლებლების შემთხვევაში ჩვენი სამიზნეა ყველა პედაგოგიური პერსონალი და სასკოლო გარემოში დასაქმებულები. ბავშვებთან მიმართებაში ასეთი სისტემური ტესტირების შესახებ არც მკაფიო მონაცემი არსებობს, რაც ამ გადაწყვეტილებას ხელს შეუწყობდა. რესურსის თვალსაზრისით, რესურსტევადია, ამდენად, ამ ეტაპზე უპირატესობა ენიჭება მასწავლებლების ტესტირებას“,- განაცხადა გაბუნიამ.
„პატრიარქი საუბრობდა, რომ მშობელი შვილის განათლებით უნდა ინტერესდებოდეს“... - აქცია სრულიად საქართველოს ოჯახებისთვის izrune.ge-ზე ილია II-ს ხსოვნის პატივსაცემად
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203