
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მასწავლებლის დავალებით შემოქმედებითი ხასიათის აქტივობა განახორციელეს.
მოსწავლეებმა სხვადასხვა რესურსის გამოყენებით წიგნის ყდა დაამზადეს.
„ჩემი პატარა, საყვარელი და გონიერი მოსწავლეების თვითშემოქმედება. დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ მოსწავლესა და მშობელს ყურადღებისა და თანადგომისათვის“,- წერს პედაგოგი ქეთი ფულაძე სოციალურ ქსელში.
იხილეთ ფოტოები