
ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის მოსწავლემ პროექტის -„ევროპული სოლიდარობის დღეები პრეილში“ ფარგლებში გამართულ საერთაშორისო შემოქმედებით კონკურსში გაიმარჯვა.
გურიის რეგიონში საერთაშორისო პროექტის -„ევროპული სოლიდარობის დღეები პრეილში“ დასკვნითი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე, პროექტის პარტნიორები: პრეილის (ლატვია) და ნიჟინის (უკრაინა) მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში გამოცხადებული საერთაშორისო შემოქმედებით კონკურსში გამარჯვებული ოზურგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი პედაგოგები დაჯილდოვდნენ. მათ საჩუქრები საერთაშორისო ჟიურის, გურიის სამხარეო ადმინისტრაციის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სახელით სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ გადასცეს. მხარეებმა შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს.
იხილეთ ფოტოები