რუსთავის N5 სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს მიძღვნილ ონლაინ ღონისძიებაზე მწერალ გიორგი კეკელიძეს უმასპინძლეს
02-02-2021
რუსთავის N5 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. 

მოსწავლეებმა ონლაინ ღონისძიებაზე სტუმრად მიიწვიეს მწერალი გიორგი კეკელიძე, რუსთავის N5 სკოლის დირექტორი თამარ გოგაძე და დაწყებითი კლასების კათედრის ხელმძღვანელი ლალი ბერიძე. 

ონლაინ- შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა და დადებითი ემოციებით სავსე აღმოჩნდა. მოსწავლეებმა წაიკითხეს სხვადასხვა მონოლოგი, ლექსი, ეპიზოდი და ა.შ. გიორგი კეკელიძემ კი მოსწავლეებს ზღაპარი „სიზმარა“ წაუკითხა.

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ღონისძიება წიგნის კითხვის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203