„დიდი დღეა! - ​კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორმა, არჩილ პაქსაძემ მოსწავლეებს და მასწავლებლებს საკლასო ოთახებში დაბრუნება მიულოცა
02-02-2021

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კორტოხის საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, რეგულაციების დაცვით, განაახლა. 

სკოლის კედლებში დაბრუნების სიხარული, დირექტორის არჩილ პაქსაძის ხელმძღვანელობით მთელმა სკოლამ გაიზიარა.

„ხვალ დიდი დღეა! - დაწერა სკოლის დირექტორმა 31 იანვარს სოციალურ ქსელში და ყველა მოსწავლეს, მათ მშობელსა და პედაგოგს სკოლაში დაბრუნება მიულოცა - „ყველა მშობელს, მასწავლებელს და მოსწავლეს ვულოცავ სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელებას“.

დირექტორმა დაწყებითი კლასის მოსწავლეების ემოციებიც გაგვიზიარა.

„დღის ფრაზა რომელიც დღეს მეორე კლასში გავიგონე - „ნამდვილი სკოლა“,- დაწერა დირექტორმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203