„პატარების ჟრიამულმა გაახალისა სასწავლო პროცესი“- ძმაგულის საჯარო სკოლაში საკლასო ოთახებში სწავლა, რეგულაციების დაცვით, განახლდა
02-02-2021

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განაახლა. 

სკოლაში მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიზნით, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების ყველა რეგულაცია დაცულია.

სკოლის დირექტორის მალხაზ მახარაძის თქმით, მოსწავლეთა ჟრიამულმა სასწავლო პროცესი გაახალისა.

„ძმაგულის საჯარო სკოლაში განახლდა დასწრებითი სასწავლო პროცესი, პატარების ჟრიამულმა გაახალისა სასწავლო პროცესი, მინდა წარმატებები ვუსურვო ყველა მოსწავლეს და მასწავლებელს“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203