
1 თებერვალს, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების მიერ შემუშავებული წესებისა და რეკომენდაციების დაცვით, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაკიძეების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა.
სკოლა რეგულაციებს ზედმიწევნით იცავს.
„თითოეული მოსწავლე საგაკვეთილო პროცესის დაწყებამდე გაეცნო ყველა ძირითად მოთხოვნასა და მისი შესრულება-დაცვის წესებს.
ასევე ყველა მასწავლებელი აქტიურად ჩაერთო, როგორც თვით, ასევე მოსწავლეთა მიმართ, როგორც ჰიგიენური, ასევე დისტანციური მანძილის დაცვა-ყურადღების საქმეში საგაკვეთილო და დასვენების დროს.
ჩვენს საყვარელ მოსწავლეთა დღევანდელი დღის სიხარულითა და მოტივაციით, მასწავლებელთა ყურადღებითა და მშობელთა დიდი თანადგომით, გვჯერა ყველას, რომ ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია მივაღწიოთ სასურველ შედეგს! ჯანმრთელობასა და წარმატებულ მეორე სემესტრს გისურვებთ ჩვენო ძვირფასო მოსწავლეებო!“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები