
რამდენიმეთვიანი დისტანციური სწავლების შემდეგ, ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში 1 თებერვალს სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, რეგულაციების დაცვით, განახლდა.
სკოლა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს ზედმიწევნით იცავს.
„ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო, თქვენ გხვდებათ სრულიად უსაფრთხო გარემო, ტესტირებაგავლილი პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაცია და ტექნიკური პერსონალი, რომლებიც მუდმივად მობილიზებულნი არიან, რათა თქვენს ჯანმრთელობას, სრულფასოვან სასწავლო პროცესს საფრთხე არ შეექმნას“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები