ბათუმის N18 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სახალისო ექსპერიმენტები ჩაატარეს
02-02-2021
ბათუმის N18 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემაზე - ბუნება - წვიმა, თოვლი, ცისარტყელა სახალისო ცდები ჩაატარეს.
მოსწავლეები აქტივობაში ინტერესით ჩაერთვნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის ცდების ჩატარება - სასწავლო პროცესის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილია. ამიტომ ბათუმის N18 სკოლის მასწავლებლები მათ სახალისო და მოტივაციის მომცემ პრაქტიკულ სამუშაოებს ხშირად სთავაზობენ.