გალავნის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა - იხილეთ ვიდეო
გალავნის საჯარო სკოლის Iა კლასში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მწერლის ცხოვრების შესახებ საინტერესო დეტალები მოისმინეს.
როგორც გალავნის სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი და მოეფერნენ ქართულ ანბანს.
ღონისძიებას კლასის დამრიგებელი მანანა მოძმანაშვილი ხელმძღვანელობდა.