
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანში ახალი, თანამედროვე სტანდარტების, საჯარო სკოლის შენობა საზეიმოდ გაიხსნა.
ცერემონიას ესწრებოდნენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი, დედოფლისწყაროს რესურსცენტრის ხელმძღვანელი ეთერ ზურიკაშვილი, ზემო მაჩხაანის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ გიორგი იაკობიშვილი და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
„ბატონმა ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ სკოლა აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და კახეთის მასშტაბით საკმაოდ მაღალი დონისაა. აღტაცება არ დაუმალას იმ ფაქტზეც, რომ სკოლაში მოქმედებს ლიფტი, რომელიც პირველია მუნიციპალური მასშტაბით და სკოლის შენობა სრულადაა ადაპტირებული შშმ პირებისთვის.
ქალბატონი ეთერის აზრით კი სკოლა აქამდეც არ თმობდა პირველობას სხვადასხვა კონკურსებში და მიაჩნია, რომ ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაიზრდება.
ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა მაია ხუნაშვილმა მადლიერებით აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში სწორედაც დროული იყო ასეთი სტანდარტების შენობის არსებობა ზემო მაჩხაანელებისთვის.
დღეიდან, ზემო მაჩხაანელი მოსწავლეები ახალ სკოლაში, ახალი შემართებითა და მონდომებით გააგრძელებენ სწავლას“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები