
წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექციამ საკლასო ოთახებში დაბრუნებულ მოსწავლეებს საზეიმო განწყობა შეუქმნა.
„ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა 85%-ზე მეტი გამოცხადდა... სკოლის დირექციამ დილიდანვე საზეიმო განწყობა შეუქმნა სკოლაში მომსვლელთ... დილიდანვე და ყოველ დასვენებაზე სკოლის რადიოკვანძის საშუალებით სასიამოვნო სიმღერები ჟღერდა.1-ლი გაკვეთილი კლასებში დამრიგებლებმა ჩაატარეს თემაზე: „ფიქრები პანდემიის დროს შინ ყოფნისას...“ რითაც მოსწავლეებს საშუალება მიეცათ თავიანთი ფიქრები და განცდები გადმოეცათ. . . მეტად სიმბოლური იყო მე-12-ა კლასელთაგან პირველკლასელთათვის ფერადი ბუშტებითა და პირბადეებით დასაჩუქრება... თურმე როგორ მოგვნატრებია სკოლა და ერთმანეთი... მშვიდობიან, წარმატებულ და ჯანმრთელობით აღსავსე მე-2 სემესტრს გისურვებთ ყველა პირველსკოლელს და სრულიად საქართველოს სკოლებს“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები