მოხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნაადრევი ქორწინების დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრეს
06-11-2017
მოხის საჯარო სკოლაში დებატები თემაზე ''ნაადრევი ქორწინება'' გაიმართა. დებატებში მე-10 კლასის მოსწავლები მონაწილეობდნენ. ისინი არგუმენტულად პასუხობდნენ ერთმანეთს და თავიანთ პოზიციებს იცავდნენ.
სამოქალაქო განათლების პედაგოგის, ნაზი ჩხეიძის თქმით, მოსწავლეებმა ნაადრევი ქორწინების დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრეს: "ძალიან საინტერესო გაკვეთილი გამოვიდა. მოსწავლეებმა ნაადრევი ქორწინების დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრეს. დებატები შედგა. მოსწავლეებმა გაკვეთილის ბოლოს დასკვნებიც გამოიტანეს."