არეშფერანის საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, რეგულაციების დაცვით, განაახლა
01-02-2021

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, რეგულაციების დაცვით, განაახლა.

სკოლა ზედმიწევნით იცავს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს.

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლა გაცნობებთ, რომ დღეს ჩვენს სკოლაში დაიწყო დასწრებული ცხრილით სწავლება. სკოლა ზედმიწევნით იცავს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და ფრთხილობს ქვეყანაში მიმდინარე პანდემიის ფარგლებში. მოსწავლეები დიდი შემართებითა და მოტივაციით მოვიდნენ სკოლაში და აქტიურად დაიწყეს საგაკვეთილო პროცესში ჩართვა. სკოლის დირექცია წარმატებებსა და ჯანმრთელობას უსურვებს ბავშვებს“,- ნათქვამია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203