ღების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, ქართულ და ინგლისურ ენებზე ბუკლეტები დაამზადეს
01-02-2021

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საერთაშორისო პროექტის - „Tolerance“ ფარგლებში ქართულ-ინგლისურ ენებზე ბუკლეტები დაამზადეს.

„eTwinning-ისა და Erasmus+ _ის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში საერთაშორისო პროექტის - „Tolerance“ („ტოლერანტობა“) იანვრის თვის აქტივობას წარმოადგენდა საინფორმაციო ბულეტების დამზადება ქართულ-ინგლისურ ენებზე.

ბუკლეტები დამზადდა შემდეგ თემებზე:

1.No bullying or Say no to bullying;/ უთხარი არა ბულინგს;

2.No racism or Say no to racism;/ უთხარი არა რასიზმს;

3.Religious intolerance;/რელიგიური არატოლერანტობა;

4.Disability discrimination;/შეზღუდული შესაძლებლობების დისკრიმინაცია;

5. Gender inequality;/გენდერული უთანასწორობა;

6.Political discrimination;/პოლიტიკური დისკრიმინაცია;

7.Ethnic discrimination or Ethnic inequality;/ეთნიკური დისკრიმინაცია ან ეთნიკური უთანასწორობა;

8.Discrimination in Education or Right to educate; / დისკრიმინაცია განათლებაში;

9.National Origin-Based Discrimination; - ეროვნებაზე დაფუძნებული დისკრიმინაცია;

10. Crimes motivated by intolerance and discrimination;- კრიმინალი მოტივირებული არატოლერანტობითა და დისკრიმინაციით;

11.Values;/ღირებულებები

12.Beauty/სილამაზე(გარეგნობის მიხედვით დისკრიმინაცია),

13. Discrimination and Equality/დისკრიმინაცია და თანასწორობა;

პროექტის ორგანიზატორი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელი და ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი - თამარ სამსონიძე.

პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი ღების საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი - ვერა ლობჯანიძე“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203