გომარდულის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებას მომზადებული შეხვდა
01-02-2021

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარდულის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებას მომზადებული შეხვდა. 

სკოლიდან მოწოდებული ინფორმაციით, სასწავლო პროცესის დროს სკოლა დაიცავს ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც დაშვებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.

„მოსწავლეთა ჯანმრთელობის, სასწავლო პროცესის ეფექტურობისა და სკოლაში ჯანმრთელი გარემოს შესაქმნელად, სანიტარიისა და ჰიგიენური ნორმების დასაცავად შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარდულის საჯარო სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით უზრუნველყოფილია: ხელის დასამუშავებელი სადეზინფექციო საშუალებებით, ზედაპირის დასამუშავებელი სადეზინფექციო საშუალებებით, დეზობარიერით, თერმოსკრინინგის აპარატითა და პირბადეებით. სასწავლო პროცესის დროს სკოლა დაიცავს ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც დაშვებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203