
ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეს, საზრიან და ბეჯით - ილია ჩხაიძეს, izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში ბრწყინვალე შედეგი აქვს. მან ოქროს დიპლომი მოიპოვა.
„მოგესალმებით. მე ილიას დედიკო ვარ. ილია ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეა.
დღევანდელ დღეს მოუთმენლად ელოდა. დღეს პირველი ოქროს დიპლომი ავიღეთ და უზომოდ გახარებულია. ძალიან უყვარს მათემატიკა. ეს ტესტები გვეხმარება ცოდნის გაღრმავებაში. დიდი მადლობა ილიას მასწავლებელს - ირინა ყაზაიშვილს. ერთი თვეც არ არის, რაც ჩავერთეთ თქვენს სააზროვნო აქტივობაში, რომელიც ძალიან გვახარებს და გვახალისებს. ყოველთვის გულმოდგინედ ელოდება ტესტებს“, - მოგვწერა ილია ჩხაიძის მშობელმა.
31 იანვარს 2021 სასწავლო წლის პირველი შემაჯამებელი ტესტის - „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღე იყო.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.