
გაიცანით, ქუთაისის N17 საჯარო სკოლის საამაყო, ჭკვიანი მოსწავლე - გიორგი კეზევაძე, რომელიც პირველ კლასში სწავლობს და თავისი ბრწყინვალე შედეგითაა გახარებული.
პირველკლასელმა izrune.ge-ს შემეცნებითი, სახალისო და მამოტივირებელი ტესტი წარმატებით გაიარა.
„მე ვარ თეონა ჭულუხაძე, გიორგის დედა გიორგის ძალიან უყვარს მათემატიკა და კიდევ უფრო დიდი ინტერესი გაუჩნდა თქვენი ტესტების გაკეთების შემდეგ მადლობა, რომ დიდ სტიმულს მატებთ და უფრო აღვივებთ მის ინტერესს სწავლის მიმართ“,- გვწერს გიორგი კეზევაძის მშობელი.
აღსანიშნავია, რომ 28 იანვარს „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ!“ სავარჯიშო ტესტის დღე იყო.