გორგაძეების საჯარო სკოლა სწავლის საკლასო ოთახებში განახლებას მომზადებული შეხვდა
01-02-2021

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეების საჯარო სკოლა სწავლის საკლასო ოთახებში განახლებას მომზადებული შეხვდა.

სკოლა აღიჭურვა სადეზინფექციო საშუალებებით და დაცულია სანიტარული ნორმები. ორ კვირაში ერთხელ ჩატარდება მასწავლებლების COVID-19-ზე​ PCR ტესტირება. სკოლას მოემსახურება მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები.

„გთხოვთ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია, რათა სასწავლო პროცესი წარიმართოს ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203