
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის შენობაში კორონავირუსის პრევენციისა და მოსწავლეთა უსაფრთხოების მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა დერეფნები, საკლასო ოთახები, სველი წერტილები, სასკოლო ინვენტარი და ა.შ.
სკოლა სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებას რეგულაციების სრული დაცვით ხვდება.
იხილეთ ფოტოები