ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია მოუთმენლად ელის მოსწავლეებს
30-01-2021

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის გარდა, სასწავლო პროცესი ქვეყნის ყველა სკოლაში საკლასო ოთახებში განახლდება.

მშობლიურ სკოლას დაუბრუნდებიან ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებიც. დირექციისა და თითოეული პედაგოგის საზრუნავი კი, ხარისხიან განათლებასთან ერთად, საკუთრი მოსწავლეების უსაფრთხოებაა.

რამდენად მზადაა საგანმანათლებლო დაწესებულება ბავშვების მისაღებად? - ამასთან დაკავშირებით, ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი პავლე ცერცვაძე აცხადებს, რომ სწავლა არსებული რეგულაციების სრული დაცვით წარიმართება:

„ჩვენ ზედმიწევნით ვასრულებთ ყველა რეკომენდაციას, რომელიც არსებობს როგორც განათლების, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. ჩვენი გიმნაზია სრულად მობილიზებული და აღჭურვილია საჭირო ინვენტარით (გვაქვს დეზობარიერები, ელექტრო-თერმომეტრები, სადეზინფექციო ხსნარები, სანაგვე ურნები და ა.შ.). მოუთმენლად ველით ჩვენი მოსწავლეების საკლასო ოთახებში დაბრუნებას და თითოეული თანამშრომელი ეცდება, მაქსიმალურად დაიცვას მათი უსაფრთხოება. ველით, როდის ახმაურდება ჩვენი სკოლა და მოსწავლეები კვლავ გაახალისებენ ჩვენს ყოველდღიურობას“, -აღნიშნულია გიმნაზიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203