ფურტიოს საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გასაახლებლად მზადაა
29-01-2021

ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გასაახლებლად მზადაა. 

სკოლა მზადაა უსაფრთხოების ნორმების დაცვით უზრუნველყოს თითოეული მოსწავლისა თუ მასწავლებლის უსაფრთხოება.

„დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, ჩვენი მოსწავლეები, მასწავლებლები, სკოლის მთელი პერსონალი, დაუბრუნდება სასკოლო სივრცეს, ჩვენი მოსწავლეები განათლებას კვლავ საკლასო ოთახებში მიიღეებენ. სკოლის ადმინისტრაცია სრულ მზადყოფნას გამოთქვამს კვლავ გაუხსნას სკოლის კარი თითოეულ მოსწავლეს, რა თქმა უნდა ყველა რეკომენდაციის დაცვით. ერთად გავიმარჯვებთ დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრების რიტმს.

ფურტიოს საჯარო სკოლა მზადაა უსაფრთხოების ნორმების დაცვით უზრუნველყოს თითოეული მოსწავლისა თუ მასწავლებლის უსაფრთხოება სკოლის სივრცეში“,- ნათქვამია სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203