სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეები განათლების სამინისტროს პროექტში მონაწილეობისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ
29-01-2021

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტში მონაწილეობისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

„ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტში - „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“. მოსწავლეებს ქვეპროგრამის ფარგლებში  დაფინანსებული პროექტის აქტივობებში მონაწილეობისათვის გადაეცათ სიგელები. პროექტი მიზნად ისახავდა მესხი და ქართველი მოსწავლეების წიგნიერების უნარის განვითარებას. გამართული ქართული ენით მეტყველება აუცილებელია მათი სრულფასოვანი ინტეგრირებისთვის და ისტორიის ცოდნა, რომელიც აამაღლებს მათ ძირეულ კულტურულ  ცნობიერებას. აღნიშნული უნარების განვითარების შედეგად აღარ გაექცევიან მესხი მოსწავლეები თანატოლებთან ურთიერთობას და აქტიურად იქნებიან ჩართულნი სასკოლო ცხოვრებაში, რაც ხელს შეუწყობს მათ თვითშეფასების ზრდას“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203