ვალის N4 სკოლაში ბულინგის საწინააღმდეგო კვირეული ჩატარდა
29-01-2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N4 საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, სპარტაკ სამსონიძის ხელმძღვანელობით, ბულინგის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით კვირეული ჩატარდა.

მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და დაამზადეს პოსტერები და ვიდეორგოლი ჩაწერეს.

„ცნობილია, რომ სკოლაში ბულინგი იმ პრობლემათა რიგს განეკუთვნება, რომელზეც ხმამაღლა იშვიათად საუბრობენ. ხშირად ადამიანები მას სხვა სახელს, ბავშვურ ცელქობას არქმევენ.

რეალურად, ბულინგი სერიოზული საკითხია და იგი ბავშვების ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. 
ბულინგის თემაზე ცნობადობის ამაღლების მიზნით, ვალის N4 საჯარო სკოლაში კვირეული ჩატარდა სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, სპარტაკ სამსონიძის ხელმძღვანელობით.

მოსწავლეებმა გააკეთეს კედლის გაზეთი და პოსტერები, ჩაწერეს ვიდეო“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203