პროექტ ,,შემოდგომის მოტივებში“ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლამ „აფხაზეთი“ წარადგინა
03-11-2017
ზუგდიდის კულტურის ცენტრ „ოდიშის“ ინიციატივით, პროექტი „შემოდგომის მოტივები“ ჩატარდა.
მუნიციპალიტეტის სკოლებმა საქართველოს კუთხეებისთვის დამახასიათებელი კერძები, სიმღერები და ცეკვები წარადგინეს. პროექტის მიზანი იყო საქართველოს კუთხეებში გაბნეული ქართული ტრადიციების, ფოლკლორის პოპულარიზაცია.
ახალაბასთუმნის საჯარო სკოლამ პროექტში „აფხაზეთი“ წარადგინა. მოსწავლეებმა აფხაზეთის თემატიკაზე გამოფენა მოაწყვეს, შეასრულეს მუსიკალური ნომრები, გაიმართა ვიქტორინა, პოეზიის საღამო.
''პროექტის მიზანი იყო ბავშვებს გაეცნოთ საქართველოს კუთხეები, მათი ადგილმდებარეობა, სიმღერები, ცეკვები. ჩვენ აფხაზეთი წარვადგინეთ. მოსწავლეებმა ამ კუთხის შესახებ მოიძიეს ინფორმაცია და საზოგადოებას გააცნეს. პროექტი საინტერესო და ემოციებით დატვირთული იყო“, - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს