
გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები რეაბილიტირებულ შენობებში ისწავლიან.
აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტში, 2020 წელს დაიგეგმა 33 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და თითქმის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების სარეაბილიტაციო პროექტი სველი წერტილების მოწესრიგებას ითვალისწინებდა.
გორის მუნიციპალიტეტის 33 საჯარო სკოლაში განხორციელებულ სამუშაოებზე 1 056 795 ლარი დაიხარჯა.
„პროექტის მიხედვით სასწავლო პროცესი გაუმჯობესდა ახრისის, პატარა გარეჯვრის, კარბის, ზემო ნიქოზის, ტირძნისის, არაშენდის, ბერშუეთის, ქვემო სობისის, ყელქცეულის, ხურვალეთის, საჯარო სკოლებში”, - ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.