
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნატა კობერიძემ წარმატებით გაიარა მაძიებლის პროგრამა. აკადემიური და პრაქტიკული კურსი შეუფასდა დადებითად, წარდგენილი იქნა სტატუსის ასამაღლებლად და სამინისტროს გადაწყვეტილებით მას მიენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
„ის შრომისმოყვარე საკუთარ პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული ახალგაზრდა მასწავლებელია, არ იშურებს ძალისხმევასა და ენერგიას მომავალი თაობის საკეთილდღეოდ, გახლდათ პრეზიდენტის სტიპენდიანტი, ოქროს მედალზე დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი და სასერტიფიკაციო გამოცდა ჩააბარა უმაღლესი ქულებით“,-ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.