ქობულეთის N5 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა საზეიმო ვიდეორგოლი ჩაწერეს
29-01-2021
ქობულეთის N5 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ხელმძღვანელობით, საახალწლოდ საზეიმო ვიდეორგოლი ჩაწერეს.
მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს და დამირგებელთან ერთად საახალწლო მისალოცი ვიდეორგოლი მოამზადეს.
„V კლასი გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობასა და სიხარულს“,- აღნიშნულია მოსწავლეთა და პედაგოგის მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ სკოლამ ახალი წელი პანდემიის პირობებში აღნიშნა. ამის მიუხედავად, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთმანეთის სადღესასწაულო განწყობაზე იზრუნეს.