
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა საგანგებო თათბირი დასწრებულ სწავლებასთან დაკავშირებით.
„სკოლაში იფუნქციონირებს ექვსი შესასვლელი, დეზინფექცია ჩაუტარდა მთელ სკოლას, დასუფთავდა ყველა საკლასო ოთახი, ყველა რეგულაციის დაცვით განახლდება სასწავლო პროცესი ა/წლის 1 თებერვალს.
შესვენებებზე მოსწავლეები ყველა კლასისათვის განკუთვნილი გრაფიკით შეძლებენ გამოსვლას დერეფანში, ასევე გრაფიკით ისარგებლებენ სკოლის ბუფეტით“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები