
პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, ონლაინ რეჟიმში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლის პედაგოგმა, თამარ ჩავლეშვილმა მონაწილეობა მიიღო 2020 წლის შემაჯამებელ ფორუმში და წარადგინა პრეზენტაცია: „კომპლექსური დავალება მდგრადი განვითარებისთვის“. პრეზენტაციამ დაიმსახურა ექსპერტებისა და დამსწრე მასწავლებელთა მოწონება.
„თამარ ჩავლეშვილი და ძიმითის საჯარო სკოლის პედაგოგები მადლობას უხდიან პროექტის ორგანიზატორებს და დაწყებითი კლასების საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელს, დაუღალავ და ენერგიულ ქალბატონს ნინო ვაშალომიძეს გაწეული შრომისა და ღვაწლისათვის“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები