ფარცხანაყანევის N3 საჯარო სკოლა მასწავლებლებს - მაკა ხარაბაძეს და ბესო გოგისვანიძეს სტატუსის ამაღლებას ულოცავს
28-01-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N3 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის მასწავლებლებმა - მაკა ხარაბაძემ და ბესო გოგისვანიძემ სტატუსი აიმაღლეს. მაკა ხარაბაძემ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა, ბესო გოგისვანიძეს კი უფროსის სტატუსი მიენიჭა. 

სკოლა მასწავლებლებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.

„ფეხბედნიერი 2021 წელი....
ფარცხანაყანევის N3 საჯარო სკოლა ულოცავს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას მაკა ხარაბაძეს.
მაკა, შენ ხარ ის ადამიანი, რომელიც არასოდეს გადადებ სახვალიოდ იმ საქმეს, რომელიც დღეს შენი გასაკეთებელია. ამიტომაც ეს შენი წარმატებები და მიღწევები, ადამიანობასთან ერთად, კიდევ უფრო გამაღლებს ყველას თვალში.
ასევე ვულოცავთ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას, ჩვენი სკოლის ახალგაზრდა, ქარიზმატულ და მიზანდასახულ კოლეგა ბესო გოგისვანიძეს. კიდევ ბევრი წარმატების მომსწრენი გავხდეთ“,- ნათქვამია მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203