ჭივჭავის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
28-01-2021

2021 წლის 28 იანვარს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის შედგა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც მე-8-მე-10 კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ. 

ღონისძიებაზე სამოქალაქო განათლების პედაგოგმა მოსწავლეებს გააცნო პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის:

  • რას ნიშნავს პერსონალური მონაცემი;
  • რა მნიშვნელობა გააჩნია მას სამოქალაქო უფლებათა განხორციელების პროცესში;
  • როგორ დავიცვათ პერსონალური მონაცემები;
  • რა რეაგირება შეიძლება მოჰყვეს პერსონალური მონაცემების დარღვევას და სხვა.

ღონისძიება წარიმართა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ანალიზის შესაბამისად, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და ვიდეოინსტრუქციების გამოყენებით.

მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ შეხვედრის პროცესში, დასვეს კითხვები და დააზუსტეს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203