
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლის მე-2 კლასის დამრიგებელმა, თამარ ტყებუჩავამ თავის მოსწავლეებთან ერთად, ქართულის გაკვეთილზე პროექტი - „დაიწყე ზრუნვა ჩვენს პლანეტაზე, დაასუფთავე სკოლის მიმდებარე ტერიტორია“ განახორციელა.
მეორეკლასელები პროექტში ხალისით ჩაერთვნენ და იაქტიურეს. მათ, დამრიგებელთან ერთად, გარემოსდაცვითი პროექტის ფარგლებში სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
იხილეთ ფოტოები