უჯარმის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებას რეგულაციების სრული დაცვით ხვდება
28-01-2021
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის საჯარო სკოლის შენობას დეზინფექცია ჩაუტარდა. 

სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა დერეფნები, საკლასო ოთახები, სველი წერტილები, სასკოლო ინვენტარი და ა.შ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლა სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებას რეგულაციების სრული დაცვით ხვდება.

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის საჯარო სკოლაში, მოწვეული ლიცენზირებული კომპანიის მიერ შენობის სრულფასოვანი დეზინფექცია განხორციელდა. სკოლა რეგულაციების სრული დაცვით ეგებება საგაკვეთილო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებას“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203