„არა ძალადობას“ - თბილისის N102 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნამუშევრები შექმნეს
28-01-2021
თბილისის N102 საჯარო სკოლამ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, ძალადობის საწინააღმდეგო კვირეული ჩაატარა.

კვირეული ონლაინ სივრცეში გაიმართა. ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულის ფარგლებში მასწავლებლებმა დისტანციურ რეჟიმში ჩაუტარეს გაკვეთილები ძალადობის თემაზე, მასწავლებლების ორგანიზებით, მოსწავლეებმა შექმნეს ელექტრონული სახის საინფორმაციო ბუკლეტები/ფლაერები, ნახატები სახელწოდებით - „არა ძალადობას“.

„თბილისის N102 საჯარო სკოლა მადლობას უხდის თითოეულ მოსწავლეს, ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულის ფარგლებში აქტიური მონაწილეობისათვის“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

მოსწავლეთა ნამუშევრები იხილეთ ბმულზე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203