
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის პედაგოგმა, ზეინაბ კირჩხელმა წამყვანის სტატუსი მოიპოვა.
სკოლა პედაგოგს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.
„ბობოყვათის საჯარო სკოლა ულოცავს წარმატებულ პედაგოგს ზეინაბ კირჩხელს წამყვანის სტატუსის მოპოვებას.გვეამაყები“,- ნათქვამია სკოლის მისალოც წერილში.