მოსწავლეთა ინოვაციურმა საგანმანათლებლო პორტალმა Izrune.ge-მ სტარტი უკვე აიღო
07-11-2017
მოსწავლეთა ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი Izrune.ge უკვე ამოქმედდა. 

ინდივიდუალური ტესტირების თანამედროვე საიტზე შექმნილია კითხვების მუდმივად განახლებადი ბაზა კლასების მიხედვით.   
   
ამ ეტაპზე საიტზე ტესტები აქტიურია მე-4, მე-5, მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის, ხოლო დანარჩენი კლასებისთვის ეტაპობრივად დაიდება. 

თითოეულ მოსწავლეს მიეწოდება ინდივიდუალური სავარჯიშო ტესტები და შედეგები ოპერატიულად ფიქსირდება.     

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი შვილებზე ზრუნვის დღედ ცხადდება - ამ დღეს მშობელი შვილს გვერდით მიუჯდება და შემაჯამებელი ინდივიდუალური ტესტის მიხედვით, ოპერატიულად, ცოცხალ რეჟიმში შეიტყობს შვილის აზროვნებისა და განვითარების დონეს.  
       
შედეგების მიხედვით ხდება მოსწავლეებისა და მათი მშობლების წახალისება - მოსწავლეები აგროვებენ ქულებს, იღებენ ორდენებს და დიპლომებს.    

შეგახსენებთ, რომ საიტი www.izrune.ge-ს მიზანია, მოსწავლეების მშობლებს ან/და ოჯახის წევრებს მიეცეთ საშუალება: თანამედროვე ტექნოლოგიებით უშუალოდ იზრუნონ შვილების განათლებაზე, სისტემატურად და პირადად შეაფასონ შვილების განათლებისა და უნარ-ჩვევების დონე, ოჯახი მეტი აქტივობით ჩაერთოს შვილების აღზრდა-განათლება-წახალისებაში.   

შედეგად, მოხდება მოსწავლეთა სწავლა-განათლებით მეტად დაინტერესება, მოტივირება და წახალისება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203