გამარჯვების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ონლაინ ზეიმი გამართეს
28-01-2021
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგის, მაია პოპიაშვილის ხელმძღვანელობით, ონლაინ ზეიმი გამართეს.
„ლექსები ვთქვით, ვიმღერეთ და ვიმხიარულეთ ჩვენს ონლაინ ზეიმზე. მომავალში იმედია ვიცეკვებთ კიდევაც ერთად“,-წერს პედაგოგი.
აღსანიშნავია, რომ სკოლამ ახალი წელი პანდემიის პირობებში აღნიშნა. ამის მიუხედავად, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთმანეთის სადღესასწაულო განწყობაზე იზრუნეს.