
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლის დირექტორმა, ტარიელ სირბილაძემ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.
სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ტარიელ სირბილაძეს მასწავლებლის სტატუსის ამაღლებას ულოცავს.
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, სკოლის დირექტორს ტარიელ სირბილაძეს ულოცავს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას და უსურვებს ჯანმრთელობას და წარმატებებს პედაგოგიურ საქმიანობაში“,- ნათქვამია მისალოც წერილში.